კახა კალაძე: ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში

თბილისის მერი, კახა კალაძე “ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს.

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას აქვს იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. რა თქვა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული. როდესაც მე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ნამდვილად მეამაყება, ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ძალიან მაგარია ქვეყნისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები