კახა კალაძე: „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ სწორად უნდა განვითარდეს ურბანული თვალსაზრისით კონკრეტული არეალები

“კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ სწორად უნდა განვითარდეს ურბანული თვალსაზრისით კონკრეტული არეალები”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლამდე მოსახლეობას პირობა მისცეს, რომ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება მოხდებოდა.

“ამ მიზნით მთელი რიგი რეგულაციები იქნა მიღებული, რის შედეგადაც დღეს შედეგი სახეზეა. დღეს შემიძლია, გითხრათ, რომ „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ სწორად უნდა განვითარდეს ურბანული თვალსაზრისით კონკრეტული არეალები. მისასალმებელია ის, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული მწვანე სივრცეები და ყველანაირი შესაძლებლობაა იმისა, რომ მომავალში აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ დასვენებას, განტვირთვასა და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები