„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი და პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
“რამდენიმე თვეში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი, მათ შორის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, მთლიანად იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ სათანადო შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.