ირაკლი კობახიძე „ნამოხვანჰესზე“: ცხადია, გაგრძელდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,„ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე ხელისუფლება მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას გააგრძელებს.

მისივე თქმით, ნებისმიერი საკითხის ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტა მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერი მსგავსი საკითხი ექსპერტული ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, იმისთვის, რომ მათ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ჰქონდეთ ინფორმაცია. ესაა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ცხადია, გაგრძელდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან – ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჰესის მშენებლობას უკავშირდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას თბილისში მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები