კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 425, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 70, აჭარაში – 62

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 425 შემთხვევა, აჭარაში – 62, იმერეთში – 54, ქვემო ქართლში – 35, შიდა ქართლში – 18, გურიაში – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 70, კახეთში – 27, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 326, საიდანაც: 4 152 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 258, აჭარაში – 476, იმერეთში – 526. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 880 პირი, მათ შორის, თბილისში – 418, აჭარაში – 104, იმერეთში -155. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი, მათგან თბილისში – 150, აჭარაში – 12, იმერეთში – 14. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 – თბილისში, 271- აჭარაში. 9 505 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები