ომალოში დაშავებული მწყემსი მაშველებმა თბილისში გადმოიყვანეს

მაშველებმა ომალოში დაშავებული მწყემსი თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისგორში მწყემსმა ფერდობზე დაგორების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები და ესაჭიროებოდა სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

„მოქალაქე ადგილობრივი მწყემსების მიერ გადაყვანილი იყო სოფლის ექიმთან, რომელმაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მიღებული დაზიანებების გამო, მედიკოსის გადაწყვეტილებით, მამაკაცის ავტომანქანით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიმართულებით დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თბილისიდან გავიდნენ მეხანძრე-მაშველები და ექიმები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მწყემსი უკვე გადმოყვანილია თბილისში, სტაციონარში, სადაც ექიმები აღმოუჩენენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები