გიორგი საბედაშვილი: იმაზე საუბარი, რომ ბორდერიზაციის შემთხვევები გააქტიურებულია, არ იქნება სწორი, რადგანაც ფაქტობრივი გარემოებებით აღნიშნულის დადასტურება შეუძლებელია
“იმაზე საუბარი, რომ ბორდერიზაციის შემთხვევები გააქტიურებულია, არ იქნება სწორი, რადგანაც ფაქტობრივი გარემოებებით აღნიშნულის დადასტურება შეუძლებელია”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება ხდება.
“უკანონო ბორდერიზაცია არის სამწუხარო მოცემულობა, რომელიც 2008 წლიდან გვაქვს. ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ბორდერიზაციის შემთხვევები გააქტიურებულია, არ იქნება სწორი, რადგანაც ფაქტობრივი გარემოებებით აღნიშნულის დადასტურება შეუძლებელია. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რა თქმა უნდა, აქტიურ ფაზაში შევიდა 2011 წლის შემდეგ. ჩვენი მხრიდან ბორდერიზაციის თითოეულ შემთხვევაზე სათანადო რეაგირება ხდება. განცხადება და მხოლოდ ცხელი ხაზის გააქტიურება ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია,” – განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.