ჯაბა ფუტკარაძემ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიმის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.
მინისტრის ადვოკატმა განცხადება ქარტიას დღეს ოფიციალურად გაუგზავნა. სარჩელი ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინება.
საქმე ეხება ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის მიერ მომზდებულ სიუჟეტს.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, სიუჟეტში მოცემულია მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისწამება, რომლის ფაქტი არ მომხდარა და რომელზეც, შესაბამისად, ვერ იქნება და არ არის აღძრული საქმე. ჟურნალისტს სიცრუის ტირაჟირებით საზოგადოება შეცდომაში შეყავს. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ეს არის მისი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რის გამოც ის საკუთარ უფლებებს სამართლებრივად დაიცავს. მინისტრი მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შეისწავლოს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები