თინა ბოკუჩავა: ნიკა მელიასა და სააკაშვილის შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხი იყო
“პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა და მელიამ შეხვედრისას პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელეს.
„ბუნებრივია, ნიკა მელიასა და სააკაშვილის შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი თემა იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხი. თუმცა, მათ იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიაზეც, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ჰქონდეს.
შესვლა-არშესვლა თავისთავად არ არის ამოსავალი წერტილი. ეს არის ბრძოლის შემადგენელი ელემენტი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.