აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაზარალებული მეზღვაურების გამოკითხვა გრძელდება

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაზარალებული მეზღვაურების გამოკითხვა გრძელდება. მათი ოჯახის წევრები სამმართველოსთან არიან შეკრებილები, დამნაშავეების დასჯასა და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ცნობისთვის, ბათუმში ათობით მეზღვაური კომპანია „ბეშიქთაშქ გრუპს“ თაღლითობაში ადანაშაულებს. დაზარალებლების თქმით, თურქეთის მოქალაქეს გემზე დასაქმების სანაცვლოდ 500-დან 800 დოლარამდე გადაუხადეს, თანხის გადაცემის შემდეგ კი ის გაუჩინარდა. ამბობენ, რომ თაღლითურ სქემაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

აჭარის საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს ხელმძღვანელი მეზღაურებს აფრთხილებს, რომ დამსაქმებელი კონპანიის მონაცემები სააგენტოში გადაამოწმონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები