საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.
ცერემონია საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გახსნეს. დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.
შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მიერ იყო წარდგენილი. სააგენტო საქართველოს 67 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.