საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ გურიასა და სამეგრელოში რეგიონული შეხვედრები გამართა

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ ლანჩხუთში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ხობში რეგიონული შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, რეგიონულ შეხვედრებს ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით. საბჭომ შეხვედრები ამჯერად ლანჩხუთში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ხობში გამართა, ახაგაზრდულ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან.

“რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, სტუმრებს გავაცანით ქოლგა ორგანიზაციის როლი, ჩვენს მიერ, საქართველოში პირველად განხორციელებული, ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგომარეობის კვლევა და გადავეცით კვლევის ანგარიშის ბეჭდური ვერსია. განვიხილეთ თითოეულ რეგიონში, ახალგაზრდულ სფეროში არსებული გამოწვევები და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა.

დავესწარით ჩვენი პროექტის, “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” მონაწილეების მიერ, პრაქტიკულ ფაზაში მიმდინარე ლოკალურ აქტივობებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, რეგიონული შეხვედრები 11 მაისს, კახეთში დაიწყო და საბოლოო ჯამში საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს. “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები