კახეთის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის 6 სექცია ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების განმტკიცება, სწორედ ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი საავტომობილო გზების მონაკვეთებზე. ამის შესახებ შსს-ს გავრცწლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, თელავის, გურჯაანისა და ყვარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის 6 სექცია ამოქმედდა:

1. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიდან (სოფელი სანავარდო) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
2. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრამდე (სოფელი სანავარდო). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
3. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრამდე (სოფელი ველისციხე). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
4. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრიდან (სოფელი ველისციხე) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
5. თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრიდან – თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
6. თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრიდან – თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1269 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები