ნეთანიაჰუ მინისტრებთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავს

ისრაელის პრემიერნისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის სხდომას გამართავს, რომელზეც ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია მე-13 არხი ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ნეთანიაჰუ ცეცხლის გაგრძელებას მიზანშეწონილობასა და მის შესაძლო შეწყვეტაზე ისაუბრებს.

ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვა.

“საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ბრძოლა ახლავე. ვიმეორებ მოწოდებას ყველა მხარესთვის, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი”, – თქვა გუტერშმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები