პუტინი: ვისაც რუსეთის ნაწილის მოკბეჩა მოუნდება, კბილებს დავამტრევთ

“რუსეთი მკაცრად უპასუხებს მათ, ვინც მისი ტერიტორიის ხელყოფას შეეცდება”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “გამარჯვების” საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, როგორც კი ქვეყანა ძლიერდება, მისი ოპონენტები დაუყოვნებლივ პოულობენ მიზეზებს, რომ შეეცადონ, შეზღუდონ მისი განვითარება. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ასეთი მცდელობები სსრკ-ის დაშლის შემდეგაც გაგრძელდა.

“მართლაც, პოტენციალი კოლოსალურია, ეს ტერიტორია მსოფლიოში ყველაზე დიდი რჩება, 146 მილიონი ადამიანი – თითქოს, არც ისე ბევრია იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ასობით მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ზოგან მილიარდზე მეტიც კი არის. მაგრამ მაინც, ეს ძალიან ბევრია. და ზოგიერთი საჯაროდაც ბედავს იმის თქმას, თითქოს, უსამართლოა, რომ რუსეთი ფლობს ციმბირის მსგავსი რეგიონის სიმდიდრეს”, – თქვა პუტინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ გადის ეკონომიკის მილიტარიზაციის გზას.

მან გაიხსენა, რომ წელს თავდაცვისთვის გამოიყო სამი ტრილიონი რუბლი, ანუ დაახლოებით 42 მილიარდი დოლარი, ხოლო აშშ-ის სამხედრო ხარჯები 770 მილიარდ დოლარს აღემატება.

“რაც უნდა გავაკეთოთ, რაც უნდა ვეცადოთ იმ ადამიანების მადის დაკმაყოფილებას, ვინც ცდილობს ჩვენს შეკავებას, ეს პროცესი მაინც გაგრძელდება, რადგან ჩვენს ბევრ მოწინააღმდეგეს, უბრალოდ, არ სჭირდება ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია. მაგრამ ის ჩვენ, თქვენ და ჩვენს ხალხს სჭირდება”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ “ყველას სურს, სადმე წაგვკბინოს ან რამე წაგვღლიტოს. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ – ვინც ამის გაკეთებას აპირებს, ყველას კბილებს დავამტვრევთ ისე, რომ კბენა აღარ შეეძლოთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები