კასპში იუსტიციის სახლი შენდება

სსიპ „იუსტიციის სახლის“ კასპის საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
“შენობაში შეცვლილია ფანჯრები, მოეწყო გათბობის სისტემა, ამჟამდ მიმდინარეობს კედლების დამუშავება, ლესვითი და გარ ფასადის სამუშაოები.
იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 380 000 ლარია, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს სამშენებლო საწარმო გაერთიანება „იმერეთი“ ახორცილელებს.
საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოშია დაგეგმილი.
მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით, ერთიან სივრცეში ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის საშუალება მიეცემათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები