მალხაზ თორია გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – მალხაზ თორია გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერო-ს სხვადასხვა მისიის ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე განიხილეს გაერო-ს 2021-2025 წლების მდგრადი განვითარების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი გასული წლის შემოდგომაზე მოეწერა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობაა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გაერო-ს და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მუნიციპალიტეტების როლზე ხელშეკრულების განხორციელებაში. მოხდა ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვა.

„ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ გაერო-ს სხვადასხვა პროგრამასთან. მინდა, გამოვყო გაერო-ს განვითარების პროგრამა – ამ პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით განხორციელდა სამი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამჟამად მიმდინარეობს კიდევ სამი პროექტი. გარდა ამისა, პროგრამის დახმარებით, მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჯამურად, ჩვენს რეგიონში არსებული პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყო 836 ათასზე მეტი ლარი”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები