შეხვდება თუ არა პუტინი ბაიდენს – პესკოვის თქმით, კრემლის ლიდერი გადაწყვეტილებას ვითარების ანალიზის შემდეგ მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან სამიტის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას ვითარების გაანალიზების შემდეგ მიიღებს. გადაწყვეტილებაზე ასევე იმოქმედებს ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების – სერგეი ლავროვისა და ენტონი ბლინკენის რეიკიავიკში გამართული მოლაპარაკება.

ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ანალიზი გრძელდება. ლავროვსა და ბლინკენს შორის კონტაქტების შედეგები გაანალიზდება, შემდეგ კი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთისა და აშშ-ის პირველი პირების სამიტის გამართვის ინიციატივით ჯო ბაიდენი გამოვიდა. შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება.

ვაშინგტონში სურთ, რომ სამიტი ევროპაში ივნისის დასაწყისში შედგეს, როდესაც ბაიდენი დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს, ასევე, ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

კრემლში შეხვედრის გამართვაზე დასტური ჯერ არ უთქვამთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები