რატი იონათამიშვილი: ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ დაარწმუნა, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ, ახლა ხელის გაშვერა ადმინისტრაციის უფროსზე არასწორია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საარჩევნო კანონპროექტი შეთანხმების დოკუმენტთან ჰარმონიზაციაშია.
მისივე თქმით, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ დაარწმუნა, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ, ახლა ხელის გაშვერა ადმინისტრაციის უფროსზე არის არასწორი.
“კანონპროექტი სრულ ჰარმონიზაციაში მოდის შეთანხმების დოკუმენტთან. ახლა გადამწყვეტი არის ვენეციის კომისიაში გადაგზავნა და რეკომენდაციების შესაბამისი ასახვა, რადგან კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ რეფორმაზე და როცა ასეთ დროს გარკვეულ ჯგუფებს საუბარი უნდათ პერსონალიებზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი არასერიოზულად და უპასუხისმგებლოდ უდგებიან ამ პროცესს. ყველას აზრი – საერთაშორისო პარტნიორების, ჩვენი მოქალაქეების არის ერთი, რომ გაყალბებაზე საუბარი ზედმეტია, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ დაარწმუნა, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ, ახლა ხელის გაშვერა ადმინისტრაციის უფროსზე არის არასწორი, არასერიოზული და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ტაქტიკა აქვთ არჩეული”, – განაცხადა იონათამიშვილმა.