„სტრატეგია აღმაშენებელი“ დღეს პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს არეგისტრირებს – “არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას, მიახლაფორთოს ეს ცვლილებები”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი დღეს პარლამენტში არეგისტრირებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს და ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. სწორედ გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება ის კაბალური თუ რეპრესიული ნორმები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

„ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რითაც, ფაქტობრივად, თქვა, რომ მას აღარ უნდა, გამოხატვის თავისუფლება იყოს ქვეყანაში. გაამკაცრა სანქციები ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანთან, რითაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

მთელი დასავლური სამყარო შეშფოთებული იყო ამ კონკრეტული კანონპროექტით, რომელიც მიიღო პარლამენტმა. ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაედო ამ კანონზე, მაგრამ ის გაექცა საკუთარ პასუხისმგებლობას. ჩვენი შეხვედრების მიუხედავად, მან არ გამოიყენა კონსტიტუციით ის ერთადერთი უფლება, რაც პრეზიდენტს აქვს – გამოიყენოს ხოლმე სწორედ ვეტო, როცა კანონები არადემოკრატიულია.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. სწორედ გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება ის კაბალური თუ რეპრესიული ნორმები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ამიტომ, ჩვენ დღეს ამ კანონპროექტს ვარეგისტრირებთ და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას, დაჩქარებული წესით მიახლაფორთოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები