ბესიკ ამირანაშვილი: გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – სკოლის დამთავრებას, ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები ღირსეულად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეულ ცვლილებებთან ერთად, არსებული რეგულაციების დაცვით, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – სკოლის დამთავრებას, ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები ღირსეულად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში და ყველა ერთად ვიამაყებთ მაღალი შედეგებით.

ქვეყანას სჭირდება თითოეული თქვენგანი თქვენი შესაძლებლობებით და გისურვებთ ამ შესაძლებლობების რეალიზებას“,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები