ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე გზის დამცავი ხელოვნური ნაგებობების-კედლების და გაბიონების მშენებლობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტი, მოეწყობა სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები.
სოფელში, ამ დრომდე საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, რაც, განსაკუთრებით, უამინდობის პერიოდში გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. ამჯერად კი მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.
„აღნიშნული პროექტი მთელ სოფელს მოიცავს და მოწყობილი გზით 900- ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 1840009 ლარს შეადგენს“, -აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები