ლაგოდეხის მერმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს “ბოლო ზარი” მიულოცა

ლაგოდეხის საჯარო სკოლებში „ბოლო ზარი – 2021“-ის ღონისძიება ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით, მოკრძალებულ ფორმატში ჩატარდება. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით. საჯარო სკოლას, წელს, ლაგოდეხში მცხოვრები, 388 მოზარდი დაამთავრებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პირველი პირი, მოსწავლეებს, სკოლის დასრულებას ულოცავს.
„პანდემიის პირობებში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უკვე მეორე წელია, სკოლის დასრულებას ვერ აღვნიშნავთ, ტრადიციულად, სამახსოვრო ავტოგრაფების დარიგებით; ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებით. გამოწვევებს, იძულებული ვართ, ერთად გავუმკლავდეთ და დროებით უარი ვთქვათ სადღესასწაულო ღონისძიებებზე.
მეთორმეტე კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით“ – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები