გოგი მეშველიანი: „ბოლო ზარი“ ის დღეა, როდესაც თითოეულ ახალგაზრდას განსაკუთრებული მღელვარება აქვს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„მინდა, ყველა მე-12 კლასელს მივულოცო სკოლის დამთავრება!

„ბოლო ზარი“  ის დღეა, როდესაც თითოეულ ახალგაზრდას განსაკუთრებული მღელვარება აქვს, მშობლიურ გარემოსთან გამომშვიდობებისა და სიახლეებთან შეხვედრის მოლოდინი.

მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ბოლნისელ, დმანისელ, თეთრწყაროელ და წალკელ ახალგაზრდებს. თქვენ იწყებთ სრულიად ახალ ცხოვრებას, გადადიხართ განსხვავებულ ეტაპზე, წინ გელით ახალი ურთიერთობები, მეგობრები, სხვა პასუხისმგებლობა.

გისურვებთ, მოგეცეთ საშუალება, მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. მჯერა, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ თავს და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ჩვენს საზოგადოებაში.

მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე!“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები