კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გასაცნობად ქედაში იმყოფება

კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გასაცნობად ქედაში იმყოფება.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში მშრალი ხილის საწარმო „კერკს“ ესტუმრა, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს და 5 პროდუქციას აწარმოებს.

საწარმოში ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გავა.
საწარმო სახელმწიფო პროგრამისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ამოქმედდა.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედაში 97 პროექტი ხორციელდება და ეს პროექტები სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და განათლების სფეროებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები