საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული “პრეზიდენტი” სირიის დიქტატორ ასადს ეწვია, ვგმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასტიკად დარღვევას
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული “პრეზიდენტი” სირიის დიქტატორ ასადს ეწვია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ,,ტვიტერის” გვერდზეა აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხოლოდ მოძალადე რეჟიმები ინარჩუნებენ კონტაქტებს რუსეთის მიერ კონტროლირებად დე ფაქტოებთან.
,,რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული “პრეზიდენტი” სირიის დიქტატორ ასადს ეწვია და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩვენ ვგმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასტიკად დარღვევას და ხაზს ვუსვამთ, რომ მხოლოდ მოძალადე რეჟიმები ინარჩუნებენ კონტაქტებს რუსეთის მიერ კონტროლირებად დე ფაქტოებთან”, – ნათქვამია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ,,ტვიტში”.