გია ვოლსკი: ციხის შიში ადამიანებმა უკვე დიდი ხანია, დაკარგეს და არა მელიას გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ არ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან
“მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ნიკა მელიას ციხეში გადაეხადა თუ არა გირაო, გამოსულიყო თუ არა ციხიდან. მაგრამ მისგან გმირი და პოლიტიკური ტანჯული ვერ აქცია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ციხის შიში ადამიანებმა უკვე დიდი ხანია, დაკარგეს და არა მელიას გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ არ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან.
„მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ნიკა მელიას ციხეში გადაეხადა თუ არა გირაო, გამოსულიყო თუ არა ციხიდან. მაგრამ მისგან გმირი და პოლიტიკური ტანჯული ვერ აქცია. ციხის შიში ადამიანებმა დაკარგეს უკვე დიდი ხანია და არა მელიას გამო, იმის გამო, რომ იქ არ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან როგორც ეს მისი მმართველობის პერიოდში იყო და რომლის შემადგენელი ნაწილიც იყო მელიაც და ძალიან ბევრი პოლიტიკოსიც, რომელიც ახლა ტელეეკრანიდან ჭკუას გვასწავლის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამაყობს ნიკა მელიას თანამებრძოლობით.
„აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, ციხის შიში საერთოდ გააქრო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.