ანა ნაცვლიშვილი: ოპოზიცია კარგავს ძვირფას დროს, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე კოორდინაციისთვის უნდა გამოიყენოს
“ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის შიგნით კოორდინაციაა აუცილებელი.
მისივე თქმით, ოპოზიცია კარგავს ძვირფას დროს, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე კოორდინაციისთვის უნდა გამოიყენოს.
„ოპოზიციის შიგნით კოორდინაცია აუცილებელია. მგონია, რომ ძალიან ძვირფასი დრო ოპოზიციამ უკვე დაკარგა და ყოველდღიურად ვკარგავთ დროს, რომელსაც სტრატეგიის დასახვაში უნდა ვიყენებდეთ. იმედი მაქვს, მალე მოხდება კოორდინაციის კონტურების გამოკვეთა. პარტია “ლელო” მიიღებს სერიოზულ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებზე. კონკრეტულად რა ტაქტიკითა და სტრატეგიით, ამაზე პარტიაში ინტენსიური დისკუსია მიმდინარეობს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.