გიორგი ვაშაძე: მივესალმები ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შემოსვლას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეული გადაწყვეტილება

“მივესალმები ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შემოსვლას”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტარიელ ნაკაიძემ ღირსეული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

„მივესალმები ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შემოსვლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეული გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც გაემიჯნენ შარლ მიშელის დოკუმენტს, ევროპული თანხმობის დოკუმენტზე უარის თქმა, ჩემი აზრით, არის დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამომრჩეველი ამას ოქტომბერში აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს“, – აცხადებს ვაშაძე.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები