გოგი მეშველიანმა სოზარ სუბართან ერთად ბოლნისში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, გოგი მეშველიანი ბოლნისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბართან ერთად გაეცნო, რის შემდეგაც ელიას მთაზე მდებარე, პეტრე-პავლობის სახელობის ტაძარი მოინახულეს.

გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 250 მეტრზე იგება ადგილობრივი ბაზალტის ქვა, მოეწყობა ტროტუარები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაზიანებულ ფასადებს და შეიცვლება ჭიშკრები. სამუშაოების ღირებულება 250 ათას ლარს შეადგენს, რაც ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები