გიორგი ვაშაძე: თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატებზე ივლისში ჩამოვყალიბდებით

“თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატებზე ივლისში ჩამოვყალიბდებით”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხდა.

მისივე თქმით, მესამე ცენტრის კონცეფცია ყველაზე მომგებიანი სტრატეგიაა.

,,ჩვენი პირველი ფაზაა ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, პარლამენტში მეტი ინიციატივა, რომელიც ხალხს აწუხებს. მერე დავთვლით რეიტინგებს. რაც შეეხება კანდიდატებს, კანდიდატებზე ივლისში ჩამოვყალიბდებით.

ვფიქრობთ, რომ მესამე ცენტრის კონცეფცია აუცილებლად ყველაზე მომგებიანი სტრატეგიაა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრთან გვაქვს დიალოგი, მაგრამ საჯაროდ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ივლისში. მაისში და ივნისში მაქსიმალურად დავტვირთოთ პარლამენტი ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებით. ამ კვირის ბოლოდან და მომავალი კვირიდან თქვენ ნახავთ ჩვენი მხრიდან არაერთ ინიციატივას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები