შალვა პაპუაშვილი: “ევროპული საქართველო“, როგორც პარტია, აღარ არსებობს
„ევროპული საქართველო“, როგორც პარტია, აღარ არსებობს, ეს არის ერთი ადამიანის პარტია”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტია დემოკრატიას გაემიჯნა.
“მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ იყვნენ დემოკრატიული პროცესების მონაწილე და გაემიჯნენ დემოკრატიას. შესაბამისი იქნება ჩვენი დამოკიდებულებაც ამ პარტიის მიმართ. ვინც არ აღიარებს დემოკრატიას, მათთან ვერ გვექნება ისეთი ურთიერთობა, რომელიც არის დემოკრატიული პროცესის მონაწილე. „ევროპული საქართველო“, როგორც პარტია, აღარ არსებობს, ეს არის ერთი ადამიანის პარტია და ეს არის ის გზა, რომელიც მათ გაიარეს 21-კაციანი ფრაქციიდან ერთი ადამიანის პარტიამდე. ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.