უფლისციხეში USAID Zrda-სა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგებს შეაჯამებენ

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან, შიდა ქართლის გუბერნატორ მამუკა საღარეიშვილთან და გორის მერ, კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს ეწვევა და მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე ადგილზე მოინახულებს USAID Zrda-ს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშროლობის შედეგად მოწყობილ ინფრასტრუქტურას.
ღონისძიება USAID Zrda-ს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხანგრძლივი პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების დემონსტრირებას წარმოადგენს. კერძოდ, 2019-2021 წლებში შემდეგი პროექტები განხორციელდა:
– ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ნომინირების მხარდაჭერის მიზნით, Zrda-ს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა ლანდშაფტის მართვის გეგმის სამოქმედო დოკუმენტი და გამოიცა ვარძია-ხერთვისი-ოლოდას პროექტის საინფორმაციო მასალები;
– უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმებში უსაფრთხოების სტანდარტის შესაბამისად პირველადი დახმარების ოთახი მოეწყო და აუცილებელი ინვენტარით აღიჭურვა; ამავე მუზეუმებს ბილეთების მართვის თანამედროვე პროგრამა და საჭირო ინვენტარიც გადაეცა; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ორივე მუზეუმის თანამშრომლები აღიჭურვნენ საჭირო უნიფორმებით და უსაფრთხოების აუცილებელი ინვენტარით;
– ვარძიის, უფლისციხის, ოძისის დავით&გიორგი ერისთავების და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები გადამზადნენ პროექტების მართვასა და ფონდების მოძიების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. ამავე მუზეუმებში შეიქმნა საევაკუაციო გეგმები და მათ შესაბამისი საევაკუაციო ინვენტარიც გადაეცათ; ბორჯომის მუზეუმში დამატებით მოეწყო და აღიჭურვა საგნმანათლებლო სივრცე;
– ვარძიის მუზეუმში მოეწყო ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურის ციფრული ატრაქცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა და არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც ადაპტირებული;
– თუშეთში მოეწყო კლდის მხატვრობის-პიქტოგრამების კულტურული მარშრუტისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა: დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები და გზის მანიშნებლები; გამოიცა პიქტოგრამების კულტურული ტურისტული მარშრუტის გზამკვლევი და საინფორმაციო წიგნი;
– ოძისის დავით & გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი აღიჭურვა შიდა სამუზეუმო ინვენტარით;
– Zrda-მ ასევე მხარი დაუჭირა ქართული ხორბლის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ნომინირების მოსამზადებელ სამუშაოებს.
სულ, USAID Zrda პროექტმა თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისათვის 450,000 ლარი დაიხარჯა. დამატებით, Zrda-მ შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და თუშეთის მუნიციპალიტეტებში არსებული 15 მუზეუმისათვის 500,000 ლარის მობილიზება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები