ლიბანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, რომ ლიბანმა ქვეყნის მიმართულებით 6 რაკეტა გაუშვა. არმიაში აღნიშნავენ, რომ ჭურვებმა ისრაელის საზღვარი ვერ გადაკვეთეს.

გასულ კვირას ასევე რამდენიმე რაკეტა იყო ნასროლი სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ, რომლებიც ზღვაში ჩავარდა.

”საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა გამშვებ წყაროებს”, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

აღინიშნება, რომ განგაშის ზარი ამოქმედდა ისრაელის ჩრდილოეთით, დასახლებულ პუნქტ მისგავ ამში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები