ნათია თურნავა: „ბასკინ რობინსის” საქართველოში შემოსვლა ქართულ-ამერიკული ბიზნესების თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თბილისში „ბასკინ რობინსის” პირველი ფილიალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ცნობილი ბრენდი, 30 წლის შემდეგ, საქართველოში 4 ახალი ობიექტით ბრუნდება. თბილისის მასშტაბით, მხოლოდ მაისში „ბასკინ რობინსის” კიდევ სამი ფილიალი გაიხსნება.
სამომავლოდ, კომპანია თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში 20 ობიექტის გახსნას და 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. „დღეს საქართველოს ბაზარი მზადაა მსგავსი გლობალური ბრენდების შემოსვლისთვის. „ბასკინ რობინსი”, როგორც ბრენდი, საქართველოში ქართულმა კომპანიამ შემოიყვანა და ეს არის ქართული და ამერიკული ბიზნესების თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
„ბასკინ რობინსმა” საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ, სპეციალური მაცივრები თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით შეიძინა. ინვესტიციამ 100 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები