საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებში, არ გაჩერდნენ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

„ყურადღებით, ვრცელდება ინფორმაცია თელ- ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით. დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრხის ქვეშაა.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები