მერკელმა ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო იერიში დაგმო

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო იერიში დაგმო და ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა.

ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

“კანცლერმა მტკიცედ დაგმო ისრაელზე განახლებული სარაკეტო შეტევები ღაზას სექტორიდან და დაარწმუნა პრემიერმინისტრი გერმანიის მთავრობის სოლიდარობაში. მან ხაზი გაუსვა ისრაელის თავდაცვის უფლებას. გამომდინარე იქედან, რომ ორივე მხარეს დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები, კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ საბრძოლო მოქმედებები რაც შეიძლება მალე დასრულდება”, – აღნიშნულია მინისტრთა კაბინეტის ინფორმაციაში.

მერკელმა ასევე უთხრა კოლეგას, რომ გერმანიის მთავრობა საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გაბედულ ზომებს მიიღებს, რომლებიც “სიძულვილსა და ანტისემიტიზმს აღვივებენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები