გიორგი ხოჯევანიშვილი – ზუგდიდის ყოფილ მერზე: ეს არის საჯაროდ დემონსტრირება ანგარიშსწორების, რომელსაც ახდენენ ზეწოლის სახით საჯარო მოხელეებზე რეგიონებში
ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას თანამდებობიდან გადადგომას პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი ეხმაურება.
ხოჯევანიშვილი ზეწოლის ფაქტს არ გამორიცხავს.
“ეს არის საჯაროდ დემონსტრირება გარკვეული ანგარიშსწორების, რომელსაც ახდენენ ზეწოლის სახით საჯარო მოხელეებზე რეგიონებში სხვადასხვა თანამდებობის მქონე ადამიანებზე და ეს აბსოლუტურად მიუღებელი ფორმაა, არასწორი მიმართულებაა, რომელსაც დაადგა “ქართული ოცნება” და მე მათ უნდა გავახსენო, რომ ერთ დროს სწორედ “ქართული ოცნება” ძალიან მკაცრად ებრძოდა მსგავს პრინციპებს, რომელსაც აქტიურად იყენებდა “ქართული ოცნების” წინამორბედი “ნაციონალური” ხელისუფლება.
მე არ შემიძლია, რაიმე დეტალებზე ვისაუბრო, სანამ თვითონ გეგა არ ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. მიზეზად მან არსებული პოლიტიკური ვითარება დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს.