„ფოტოგრაფია – კულტურული და სოციალური ცვლილებებისთვის“ – ღონისძიებები ციფრულ ფორმატში გაიმართება

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი უერთდება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას ციფრულ ფორმატში დაგეგმილი ღონისძიებებით.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  21-ე საუკუნეში ადამიანები მილიონობით ფოტოგრაფიულ გამოსახულებას ქმნიან და ავრცელებენ. მეტიც, თანამედროვე ადამიანი უმეტესწილად გამოსახულებით კომუნიკაციის რეალობაში ცხოვრობს. ამ რეალობაში ფოტოგრაფია ვიზუალური თხრობის მძლავრი იარაღია და სამყაროსა და ადამიანის აღქმის შესანიშნავი საშუალება. ფოტოგრაფიის მედიუმი დემოკრატიულ საზოგადოებებში ადამიანის უფლებების ადვოკატირების ეფექტიანი იარაღიც არის და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირების შესაძლებლობებს ქმნის.
ღონისძიების ერთგვარი დევიზია ლაცლო მოჰოლი-ნაგის სიტყვები: „მომავლის გაუნათლებელი ადამიანი ის კი არ იქნება, ვისაც არ ეცოდინება წერა-კითხვა, არამედ ის, ვისაც არ ეცოდინება ფოტოგრაფია“

18 მაისს, 11 საათზე, გაიმართება კამპანია სოციალურ მედიაში: „ფოტოგრაფია – კულტურული და სოციალური ცვლილებებისთვის“ –  დინა ოგანოვა, გიორგი გოგუა, ანკა გუჯაბიძე, ვახო ხეთაგური, ომარ გოგიჩაიშვილი.
Instagram – @tbilisi_pmm
https://www.instagram.com/tbilisi_pmm/?hl=en

მედიათეკა
18:00-21:00 / 22:30-00:00
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ციფრული არქივი – სამუზეუმო ალტერნატივა პანდემიის პირობებში
კამპანია სოციალური მედიის მეშვეობით: დინა ოგანოვა, გიორგი გოგუა, ანკა გუჯაბიძე, ვახო ხეთაგური, ომარ გოგიჩაიშვილი.
Facebook – Tbilisi Photography & Multimedia Museum
https://www.facebook.com/tbilisiphotographyandmultimediamuseum

 „ქართული თანამედროვე ფოტოგრაფია: ახალი შინაარსები, ახალი ფორმები” – ნესტან ნიჟარაძის საჯარო ლექცია
21:30-22:30
ტრანსლაცია: Tbilisi Photography & Multimedia Museum

„იუთუბ-არხი“– Tbilisi Photography & Multimedia Museum
https://www.youtube.com/channel/UCLuu4FOZ1iDwL6oK8-aHpEQ

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები