მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე „სინოფარმით” აიცრა
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე ჩინური წარმოების ვაქცინა “სინოფარმით” თიანეთის მუნიციპალიტეტში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში „თიანეთი” აიცრა.
დავით ნოზაძის განცხადებით, იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს, აუცილებელია ვაქცინაცია.
სახელმწიფო რწმუნებულმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.
„დღეს ჩავიტარე აცრა, თავს კარგად ვგრძნობ. სწორედ ვაქცინაციის ინტენსიური განხორციელებით უნდა შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა, ასევე, მოსახლეობის მაღალი ჩართულობით – ეკონომიკის მოკლე ვადებში აღდგენა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს”, – განაცხადა დავით ნოზაძემ.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფი რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.