“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბებაზე მუშაობს
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, პარტია პარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბების საკითხზე მუშაობს.
ამის შესახებ მან ,,რუსთავი 2″-ს განუცხადა.
“სტრატეგია აღმაშენებელი” მუშაობს ფრაქციასთან დაკავშირებულ საკითხზე. იცით, რომ, შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, იგეგმება კონსტიტუციაში ცვლილებები. შესაბამისად, ჩვენ ყველა შესაძლო გზას განვიხილავთ.
გიორგი ვაშაძე არ იმყოფება საქართველოში. ის არის მივლინებით საზღვარგარეთ. როგორც კი დაბრუნდება ქვეყანაში, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.