ზუგდიდის მერი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი შენგელია „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

„ყველას მოვუწოდებ, ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ამასთან, მერთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებიც აიცრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები