საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების აფრთხილებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

საელჩოს ინფორმაციით, ვრცელდება მუქარა თელ ავივის და შესაბამისად, გარშემო ქალაქების მიმართულებაზე.

„საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოგიწოდებთ, დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მიმდინარე სამიზნე აშკელონი, აშდოთი, შდეროთი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაა. ვრცელდება მუქარა თელ ავივის (შესაბამისად, გარშემო ქალაქების) მიმართულებაზე“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები