ჯო ბაიდენი: ისრაელს ღაზას სექტორთან მიმართებაში ზედმეტად მწვავე რეაგირება არ მოუხდენია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ისრაელს ღაზას სექტორთან მიმართებაში ზედმეტად მწვავე რეაგირება არ მოუხდენია.

„ერთი, რაც მე ვნახე აქამდე არის ის, რომ არ ყოფილა მნიშვნელოვანად ზედმეტი რეაგირება. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ მივიდნენ ისინი იმ წერტილამდე, როცა შეინიშნება თავდასხმების მნიშვნელოვანი შემცირება, განსაკუთრებით სარაკეტო თავდასხმებისა, რომლებიც ქაოტურად გაუშვეს დასახლებული ცენტრებისკენ. მოველი, რომ ამაზე მექნება დამატებითი დისკუსიები“,- განუცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები