ისრაელში დამატებით 9 000 რეზერვისტის მობილიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს
ისრაელში დამატებით 9 000 რეზერვისტის მობილიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ცახალს უფლება მისცა, გამოაცხადოს 9 000 რეზერვისტის მობილიზაცია, რომელიც არსებულს – 7 000-ს დაემატება. ამის შესახებ ებრაული მედია იუწყება.
მობილიზაცია მოხდება იმ რეზერვისტებს შორის, რომლებიც საბრძოლო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში არიან. მედიის ინფორმაციით, რეზერვისტების გადამისამართება სწრაფი სამსახურის ქვედანაყოფების პოზიციებზე მოხდება, რომელთა გადაყვანა ღაზის სექტორისკენ იგეგმება.