ლაგოდეხის საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა

დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 28 საჯარო სკოლასა და 23 სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში გაგრძელდა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა სწავლის განახლება მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს პირადად მიულოცა.

„თითოეულ საჯარო დაწესებულებაში სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს თერმოსკრინინგი ყოველდღიურად ჩაუტარდება, პედაგოგები რეგულარულად გაივლიან სავალდებულო ტესტირებას. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები. სასწავლო სააღმზრდელო პროცესის ბუნებრივ გარემოში გაგრძელება, ბავშვის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობასთან ერთად წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები