სალომე სამადაშვილი: ვაპირებთ, პარლამენტში დავიბაროთ საგარეო საქმეთა მინისტრი და მისგან მოვისმინოთ, რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა რეალურად გაწევრიანდეს ნატო-შიც და ევროკავშირშიც

“ვაპირებთ,  პარლამენტში დავიბაროთ საგარეო საქმეთა მინისტრი და მისგან მოვისმინოთ, რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა რეალურად გაწევრიანდეს ნატო-შიც და ევროკავშირშიც”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო ოპოზიციას „საგარეო პოლიტიკის შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან შემოერთებისკენ მოუწოდა.

„მრავალი წელიწადია, „ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ქვეყნის დეკლარირებული კურსი არის ევროკავშირი და ნატო. მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე ნატო-მ დაიწყო მსჯელობა – საქართველოზე არავინ საუბრობს. ამიტომ, არ ვაპირებთ თქვენს უშინაარსო დეკლარაციაზე მიერთებას. ჩვენ ვაპირებთ, დავიბაროთ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი და მოვისმინოთ მისგან, რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რეალურად გაწევრიანდეს ნატო-შიც და ევროკავშირშიც”, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები