ემოციური ისტორია ებრაელ მასწავლებელზე, რომელიც არეულობისას მოსწავლეებს ეძებდა – მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ებრაელი მამაკაცის, 37 წლის ელად ბარზილაის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც გალილეის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, ბარზილაის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, ის კვლავ იმყოფება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთებული და დამამშვიდებელ პრეპარატებს იღებს.

ექიმების თქმით, მამაკაცს თავის არეში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. ამასთან, ამბობენ, რომ მას ოპერაციები კიდევ დასჭირდება.

37 წლის ელად ბარზილაი ქალაქ აკაში მასწავლებლად მუშაობს.

12 მაისის საღამოს ის ქუჩაში მას შემდეგ გავიდა, რაც შეიტყო, რომ არეულობაში მისი, არაბული წარმოშობის მოსწავლეებიც მონაწილეობენ.

მასწავლებელს უნდოდა, მოსწავლეები დაერწმუნებინა, სახლში დაბრუნებულიყვნენ და არ მიეღოთ ებრაელთა წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობა.

თუმცა, ერთ-ერთ ქუჩაზე მას თავს დაესხნენ და თავის არეში სასტიკად სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები