უცხოელი ჟურნალისტები სოჭის სასტუმროების ინფრასტრუქტურამ აღაშფოთა
უცხოელი ჟურნალისტები სოჭში სასტუმროების ინფრასტრუქტურით უკმაყოფილოები არიან. უცხოელი ჟურნალისტები რომლებიც ოლიმპიადამდე ორი დღით ადრე უკვე სოშჭი იმყოფებიან აღშფოთებას არ მალავენ. მათი განცხადებით, ოლიმპიური ქალაქი სტუმრების დახვედრისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. მასმედიის უცხოელი წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში დისკომფორტის შესახებ წერენ და ფოტოებსაც აქვეყნებენ.
სტუმრების განცხადებით, სასტუმროს სააბაზანოს ონკანებში წყალი არ არის, ხოლო სასმელი წყალი ყვითერი ფერისაა. უცხოელი ჟურნალისტების ინფორმაციით სასტუმროში არც ლიფტი და არც ინტერნეტი მუშაობს .