პაატა მანჯგალაძე: მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების შემდეგ ყველა პარტია იყოს პარლამენტში

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების შემდეგ ყველა პარტია იყოს პარლამენტში და უზრუნველვყოთ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეთანხმება, რასაც ხელი მოვაწერეთ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე იმედოვნებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” საღი აზრი გაიმარჯვებს და პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების შემდეგ ყველა პარტია იყოს პარლამენტში და უზრუნველვყოთ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეთანხმება, რასაც ხელი მოვაწერეთ. მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ორგანიზაციაა. არის აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობ, საბოლოოდ საღი, პრაგმატული აზრი გაიმარჯვებს, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ასე ვთქვათ, ემოციებზე გადაწყვეტილებას აღარ მიიღებენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები